უახლოეს დღეებში რუსეთში მაღალი ტემპერატურა ციმბირში გადაინაცვლებს.
21 აგვისტოს მოსკოვში სინოპტიკოსები ნალექს ელოდებიან, ტემპერატურა +17, +19 გრადუსამდე დაეცემა. კვირას კი +20, +22 გრადუსი იქნება.
ყველაზე დაბალი ტემპერატურა ეკატირინბურგში იქნება: 21 აგვისტოს +10, +12, ხოლო 22 აგვისტოს +15 გრადუსი.