შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს, დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკლელობისათვის მიმალვაში მყოფი 1990 წ.დ. გიორგი სარდალიშვილი, რომელმაც 2009 წლის 8 მაისს ქ. ქუთაისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლის შედეგად სხუულის მძიმე დაზიანებები მიაყენა 1955 წ.დ ელგუჯა ლაღაძეს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიების შედეგად ამოღებულია, „კალაშნიკოვის" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, რითაც მოხდა მკვლელობა.