აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ვერ ხედავს პირდაპირ კავშირს რუსეთს ტყეებში გაჩენილ ხანძარსა და პაკისტანის წყალდიდობებს შორის. მაგრამ, აცხადებს რომ ორივე სტიქიური უბედურება კლიმატის გლობალურ ცვლილებას უკავშირდება.
"ჩვენ ვცვლით კლიმატს მსოფლიოში ამის დამადასტურებელია ხანძრები რუსეთში და ეს რუსეთის ხელისუფლებამაც აღიარა, რომელიც სკეპტიკურად უყურებდა იმას, რომ კლიმატის ასეთი ცვლილებები შესაძლებელია მოხდეს და ასეთი შედეგი დადგეს", _ განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.