პოპ-მუსიკის მეფის, მაიკლ ჯექსონის მშობლები თითქმის 60 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაყრას აპირებენ. 80 წლის კეტრინ ჯექსონმა უკვე შეიტანა სასამართლოში გაყრისთვის აუცილებელი ყველა დოკუმენტი. ქორწინების გაუქმების ინიციატორი სწორედ მაიკლის დედაა.
ოჯახთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, კეტრინ ჯექსონმა გაყრა მას შემდეგ გადაწყვიტა, როდესაც მისმა მეუღლემ ერთ-ერთ ინტერვიუში მაიკლის გარდაცვალებაში დასდო ბრალი.
ინტერვიუში 81 წლის ჯო ჯექსონმა განაცხადა, რომ იგი მუდმივად სთხოვდა თავის მეუღლეს შვილის გვერდით ყოფილიყო და ის არ მიეტოვებინა.
"თუმცა იგი მუდამ უარს ამბობდა და ამის არგუმენად აცხადებდა, რომ მაიკლს პირადი სივრცე სჭირდება", - განაცხადა ჯო ჯექსონმა.
როგორც ცნობილია ცოლ-ქმარი უკვე დიდი ხანია ერთად არ ცხოვრობს, თუმცა ისინი ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებიან.