მეცნიერებმა დღემდე უცნობი თევზის ჯიში აღმოაჩინეს. თევზი-დრაკონი _ ასე უწოდეს მკვლევარებმა თევზს, რომელსაც კბილები ენაზე ეზრდება. თევზის სიგრძე 20-25 სმ-ია და იგი საშიშ სახეობას არ განეკუთვნება.
10 წლის წინ, მას შემდეგ, რაც დაიწყო მასშტაბური პროექტი "ზღვის ცხოვრების აღწერა", მეცნიერებმა ზღვის სამყაროს ასობით წარმომადგენელი აღმოაჩინეს.
ერთ-ერთ საინტერესო აღმოჩენას წარმოადგენს 800 მეტრის სიღრმეზე მცხოვრები რვაფეხა, მედუზა, მატლი, რომელიც ნავთით იკვებება, და ა.შ.
ზღვის ბინადართა აღწერა მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება და მომზადდება საბოლოო ანგარიში.
დღეისთვის მეცნიერებისთვის ცნობილია წლის 22 000 ბინადარი. ყოველწლიურად, მეცნიერები 100-დე ახალი სახეობის აღმოჩენას ახერხებენ.