განსაკუთრებით დიდი ოდენობით პროდუქციაზე გამოწერილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის არაერთგზის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე დავით ბერია, რომელმაც 2003-2004 წლების მანძილზე ე.წ. „ფიქტიური ჩათვლების" მისაღებად დაამზადა, გაასაღა და გამოიყენა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები საერთო ჯამში დაახლოებით ორი მილიონი ლარის პროდუქციაზე, რითაც სახლმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.