ახლო აღმოსავლეთის დარეგულირების შუამავალთა "კვარტეტი" (აშშ, რუსეთი, ევროკავშირი და გაერო) ისრაელსა და პალესტინას 2 სექტემბრიდან ვაშინგტონში პირდაპირი მოლაპარაკებისათვის იწვევს.
დიპლომატების ინფორმაციით კვარტეტმა ერთმანეთში ყველა დეტალი შეათანხმა და ისინი იმედოვნებენ, რომ ისრაელი და პალესტინა მზად იქნებიან მიწვევის მისაღებად. მოლაპაარკებებში მონაწილეობას აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამაც მიიღებს.
რამდენიმე ხნით ადრე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ფილიპ კროულიმ განაცხადა, რომ ისრაელი და პალესტინა მზად არიან პირდაპირი დიალოგის დასაწყებად.
არსებული ინფორმაციის მიხედვით, თელ-ავივი თანახმაა მოექცეს 1967 წლის საზღვრებში, რაც ითვალისწინებს აღმოსავლეთ იერუსალიმში და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების მშენებლობების შეწყვეტას.