"ბი-ბი-სის" არხზე ამინდის პროგნოზის წამყვანმა ტომაშ სავერნაკერმა პირდაპირ ეთერში არაეთიკური ჟესტი აჩვენა. ეს მოხდა შემთხვევით, მაგრამ "ბი-ბი-სი" და მეტეოროლოგიური სამსახური იძულებული გახდნენ, აღნიშნულის გამო ბოდიში მოეხადათ.
წამყვანი ეთერში გასასვლელად ემზადებოდა და ვიდრე ახალი ამბების გამოშვება მიდიოდა, რომლის შემდეგად ის ეთერში უნდა შესულიყო, წამყვანმა საიმონ მაგკოიმ შემდეგი ფრაზა წარმოთქვა: "ჩვენ გვექნება ამინდის პროგნოზი ერთი წუთის შემდეგ და ის, რა თქმა უნდა, იქნება 100 %-ით მართალი. ის წარმოადგენს ყველა წვრილმანს, რომელიც შესაძლოა დაგჭირდეთ. სწორედ ახლა დავინახე ტომ შაფერნაკერი, რომელიც ამისთვის ემზადება". ფრაზის შემდეგ კამერები ამინდის წამყვანზე გადაერთო, რომელმაც ამის შესახებ არ იცოდა. შაფერნაკერმა მაგკოის შუა თითი აჩვენა, მაგრამ როგორც კი მიხვდა, რომ კამერა მასზე გადაერთო, ხელი პირზე აიფარა. აღნიშნულზე მაგკოიმ სიტუაციის განსამუხტად განაცხადა: "აი, ასე, რაღაცა შეცდომა აუცილებლად ხდება".
მიუხედავად ამისა, "ბი-ბი-სიმ საჭიროდ მიიჩნია, განმარტება გაეკეთებინა, რომ წამყვანმა არ იცოდა, რომ პირდაპირ ეთერში იყო და ის ჟესტიც ეთერში მხოლოდ წამით გამოჩნდა.
"ბოდიშს ვიხდით შედომისთვის", _ განაცხადა ტელეკომპანიის წარმომადგენელმა. ბოდიში მოიხადა მეტეოროლოგიურმა სამსახურმაც.