რუსეთში მოლდოვური ღვინოების შეტანაზე აკრძალვა არ არის და პროდუქცია კვლავინდებურად შემოდის, ამის შესახებ "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელმა გენადი ონიშენკომ განაცხადა.
"ჩვენ ვითვალისწინებთ რუსული ბიზნესის ინტერესებს და მოლდოვური ღვინოების შემოტანის სრულ აკრძალვაზე არ მივდივართ", - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ გასულ კვირას რუსეთში 300 ატასი ლიტრი მოლდოვური ღვინო შევიდა. იმავდროულად, როგორც ონიშენკომ განაცხადა, 17,5 ათასი ლიტრი ღვინო არასათანადო ხარისხის აღმოჩნდა და მას მოლდოვაში დააბრუნებენ.