აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პაკისტანისა და ავღანეთისთვის დახმარების ახალი სამმართველოს შექმნის შესახებ განკარგულება გასცა.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სამმართველო დროებითი სტრუქტურაა და ის სახელმწიფო დეპარტამენტის შემადგენლობაში იქნება. სტრუქტურის ამოცანა იქნება ორი ქვეყნის სამინისტროებისა და უწყებების მხარდაჭერის მიზნით სპეციფიკური პროექტების განხორციელება.
ახალი უწყების ხელმძღვანელს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დანიშავს.