დაკავებულები არიან შ.პ.ს. „რუსთავის ფსიქონერვოლოგიური დისპანსერი"-ს დირექტორი და ამავე კლინიკის თანამშრომლები
შს სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავის პოლიციის სამმართველოში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირელი ნაწილით.
გამოძიებით დადგინდა, რომ შ.პ.ს. „რუსთავის ფსიქონერვოლოგიური დისპანსერი"-ს ექიმები, ამავე დისპანსერში აღრიცხვაზე მყოფ პირებზე რეალურად არ ახორცილებედნენ კლინიკურ დაკვირვებას და სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებას. რის შედეგადაც პაციენტებისგან ქრთამის სახით იღებდნენ ფულად თანხებს და გასცემბდნენ ყალბ სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწების აქტს, რითაც პაციენტებს ენიჭებოდათ შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირის სტატუსი და ენიშნებოდათ პენსია.
რუსთავის პოლიციის სამმართველოს და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად, საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლი პირველი ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ეჭვმიტანილებად დაკავებულები იქნენ შ.პ.ს. „რუსთავის ფსიქონერვოლოგიური დისპანსერი"-ს დირექტორი ზაზა ოხანაშვილი და ამავე კლინიკის თანამშრომლები: ალექსანდრე ოგანეზოვი, მზია ნინიაშვილი და პავლე კანკავა.
დაკავებულებმა აღიარეს მათ მიერ ჩადენილი დანაშაული. საქართველოს კანონმდებლობით აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.