არგენტინაში ავიაშოუს დროს თვითმფრინავის ჩამოვარდნისას პილოტი სასწაულებრივად გადარჩა.
ინციდენტი არგეტინის სანტაფეში მოხდა. საჩვენებელ ფრენებს 3 ათასზე მეტი ადამიანი უყურებდა. 22 წლის პილოტი დინო მოლინი სპორტული ტიპის თვითმფრინავზე Rans s-9 Chaos რთულ ტრიუკს ასრულებდა, როდესაც თვითმფრინავს ერთი ფრთა მოსწყდა, ცეცხლი წაეკიდა და სიმაღლის დაკარგვა დაიწყო. როდესაც ცაში გამოჩნდა გახსნილი პარაშუტი, ამან პუბლიკაში ოვაცია გამოიწვია. პილოტი მშვიდობიანად დაფრინდა. ექიმების განცხადებით, მან მხოლოდ მსუბუქი დამწვრობა მიიღო. რაც შეეხება ცეცხლმოკიდებულ თვითმფრინავს, ის მაყურებლებისგან მოშორებით ჩამოვარდა.