აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მათ ვინც ატარებს ხელოვნურ თმას, ჯობს კენჭი არ იყარონ პრეზიდენტობის კანდიდატობაზე. გარდა ამისა პრეზიდენტმა საკუთარი თმის განსაკუთრებულობითაც დაიტრაბახა.
როგორც „Fox News“-ი იუწყება, ტრამპი გამოვიდა თავისი მომხრეების წინაშე სამხრეთ კალიფორნიაში. მან აღნიშნა, რომ ბევრმა დაადანაშაულა ის ხელოვნური თმის ტარებაში. ეხლა უკვე ბოროტი ენები გაჩუმდნენ, რადგან პრეზიდენტმა უკვე გამოიარა ქარში და წვიმაში სიარული, თუმცა ამის მიუხედავად თმები ძველებურად თავზე დარჩა.
„თუ ეს შენი თმა არაა, მაშინ არ წახვიდე არჩევნებზე“ - ხაზი გაუსვა ტრამპმა და გაიხსენა თუ როგორ შეწუხდა იუმორისტული გადაცემის წამყვანი ჯიმი ფელონი, როდესაც მის თმებს შეეხო და დარწმუნდა რომ ამერიკის ლიდერს თავზე ხელოვნურის ნაცვლად ნამდვილი თმა ქონდა.