ზუგდიდში, რუსთაველს ქუჩაზე მდებარე სურსათის შერეული მარკეტი გაქურდეს.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია ყველა ძვირადღირებული პროდუქტი და ასევე სალარო აპარატში არსებული თანხა. მფლობელის ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია გამყიდველის მიერ ადგილზე დატოვებული ოქროს ნივთებიც.
ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.