6 წლის ჩინელი გოგონა უცინი მილიონერი გახდა. იგი ქვეყანაში ყველაზე პატარა აქციონერია. ბავშვის ქონება 1,05 მლნ იუანადაა შეფასებული (154,4 ათასი დოლარი).
ბავშვმა მემკვიდრეობა 2009 წელს ავტოკატასტროფაში დაღუპული მამისგან მიიღო. მას Sunflower Light Energy Science & Technology Limited Liability Company კომპანიაში 62 ათას 500 აქცია აქვს. რამდენიმე დღის წინ კომპანიამ პირველადი აქციების გაყიდვა დაიწყო. ერთი აქცია 16.8 იუანადაა შეფასებული.
დღემდე ყველაზე მდიდარ ბავშვად ჩინეთში 13 წლის ბიჭი ითვლებოდა.