საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია მე-12 დღეა შიმშილობს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მისმა ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განუცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ საგანგაშოა.
"თავი მხნედ უჭირავს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არც თუ სახარბიელოა", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ბექაურმა.
ამასთან, ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ექიმებმა უკვე რამდეჯერმე გასინჯეს.
შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდიამ შიმშილობა იმ დღიდან გამოაცხადა, რაც დააპატიმრეს. გამსახურდია შიმშილობის აქციის შეწყვეტას იქამდე არ აპირებს, ვიდრე "მის საქმეზე Qჭეშმარიტება არ დადგინდება".
ცოტნე გამსახურდია მეზობლის - დავით ბაჯელიძის დაჭრისთვის 27 ოქტომბერს დააპატიმრეს. მას განზრახ მკვევლობისა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბარლდებით ამჟამად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი. გამსახურდია გლდანის მე-8 საპყრობილეშია მოთავსებული.