თათრეთის რესპუბლიკა არ აპირებს რესპუბლიკის კონტიტუციაში ცვლილებების შეტანას და რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის სახელის გადარქმევას. თათრეთის რეპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სერგეი ტოლიაროპვმა განაცხადა, რომ კონსტიტუციაში ნათლადაა აღწერილი, რომ სახელმწიფო ხელისუფლებას ახოციელებს პრეზიდენტი, სახელმწიფო საბჭო, მინისტრთა საბჭო და სასამართლოები.
ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის ინიციატივის რეალიზაციისათვის რესპუბლიკას კონტიტუციის შეცვლა მოუწევს, რის გაკეთებსაც არავინ აპირებს.
სტალიაროვის განმარტებით, ამ ინიციატივაში ჯერაც უცნობია საუბარია მხოლოდ პრეზიდენტის სახელის შეცვლაზე თუ უფლებამოვალეობების გადანაწილებაზე. იმავე საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო დუმის დეპუტატი ფათიხ სიბაგატულინი აცხადებს, რომ თათრეთის პარლამენტი შვებულებაში იმყოფება და ამ საკითხს შემოდგომაზე უფრო ადრე ვერ განიხილავს. მისივე განცხადებით, თუ ინიციატივა დამტკიცდება ფედერალურ დონეზე თათრეთის პრეზიდენტი რუსტავ ინახანოვი მზად არის დაეთანხმოს თანამდებობის სახელის შეცვლას, მაგრამ უფლებამოსილების შენარჩუნებით.
შეგახსნებთ, რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი რუსეთის ფედერაციაში შემავალი სუბიექტების "პრეზიდენტების აღლუმის" დასურლების ინიციატივით გამოვიდა. მისი განცხადებით, ქვეყანაში მხოლოდ ერთი პრეზიდენტი უნდა იყოს, ხოლო სუბიექტების ხელმძღვანელებს ეწოდოს რესპუბლიკის მეთაურები.