ტაილანდის ჩრდილოეთით ვეტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც ტაილანდის მთავრობის წევრები _ გარემოს დაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, სავარაუდოდ ვერტმფრენი მთას შეეჯახა, რისი მიზეზიც ცუდი ხილვადობა იყო. ფრენის კონტროლის ცენტრმა აფრენიდან 1 საათში ეკიპაჟთან დაკარგა კავშირი. 2 საათის შემდეგ კი ვერტმფრენი რადარებიდან გაქრა.
დაზუსტებული ინფორმაციით, ვერტმფრენზე 2 პილოტი მთავრობის მუდმივი მდივანი, ეროვნული პარკის მთავარი ინსპექტორი და ტაილანდის სამეფო ოჯახის მრჩეველი იმყოფებნოდნენ. ისინი პროვინცია ნანში მიფრინავდნენ, სადაც ეკოლოგიური ცენტრის პროექტის გახსნაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა.