თბილისის მთავარი სამმართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის და ქ. თბილისის პროკურატურის თანამშრომლების მიერ გატარებული ერთობლივი კომპლექსური ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაკავებულ იქნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები. საქართველოს ეროვნული არქივის ბიბლიოთეკის დირექტორი 1970 წ.დ. ზურაბ ეცადაშვილი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი 1948 წ.დ. რობერტ მნაცაკანოვი, რომლებიც დროის სხვადასხვა პერიოდში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად ეუფლებოდნენ საქართველოს ეროვნული არქივის ბიბლიოთეკის საცავებში არსებულ მე-18, მე19 საუკუნის, საქართველოს ეროვნული, ისტორიული და კულტურული ფასეულობის მქონე სხვადასხვა დასახელების უნიკალურ წიგნებს, რომლებზეც შლიდნენ ბიბლიოთეკის შტამპს და შუამავალი პირების მეშვეობით რეალიზაციას უკეთებდნენ, როგორც საქარველში ასევე უცხოეთის ქვეყნებში.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ასევე წინასწარი შეცნობით, დიდი ოდენობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენის ფაქტზე დაკავებული იქნა სს ქართული ფილმის დირექოტრი 1974 წ.დ. არჩილ გელოვანი, რომელიც მათგან სისტემატიურად ყიდულობდა საქართველოს ეროვნული არქივის ბიბლიოთეკის საცავებიდან გატცებულ წიგნებს.
ზურაბ ეცადაშვილის ბინების ჩხრეკისას ამოღებული იქნა ყუთებში დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული 2500მდე წიგნი. რობერტ მნაცაკანოვის ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა სარეალოზაციოდ გამზადებული 52 ცალი წიგნი. ასევე არჩილ გელოვანის ბინის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 41 ცალი, სხვადასხვა დასახელების, ეროვნული არქივის ბიბლიოთეკიდან გატაცებული, ამავე და სხვადასხვა ბიბლიოთეკების შტამპის მქონე და შტამპ-გადაშლილი მე-19 საუკუნის წიგნი.
წინასწარ გამოძიებას აწარნომებს ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი და ქ.თბილისის მთავარი სამმართველო, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 და 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით.