ამერიკული საზოგადოებრივი პოლიტიკური ჟურნალის NewsWeek -ის რეიტინგით მსოფლიოს საუკეთესო ქვეყანად ფინეთი დასახელდა. რეიტინგში წარმოდგენილ 100 ქვეყანას შორის არ არის საქართველო. კავკასიის რეგიონს რეტინგში აზერბაიჯანი წარმოადგენს, რომელსაც 69-ე ადგილი უკავია.
რეიტინგი შედგენილია სხვადასხვა რეგიონის 100 ქვეყნისთვის ხუთი კრიტერიუმის მიხედვით, ჯანდაცვა, ეკონომიკის დინამიურობა, განათლება, პოლიტიკური მდგომარეობა და ცხოვრების ხარისხი.
რეიტინგის პირველი ათეული შემდეგნაირად გადანაწილდა: მეორე ადგილი შვეიცარიას ერგო, მესამე- შვედეთს, მეოთხე- ავსტრალიას, მეხუთე- ლუქსემბურგს, მეექვსე- ნორვეგიას, მეშვიდე- კანადას, მერვე- ნიდერლანდებს, მეცხრე - იაპონიას, მეათე - გერმანიას.
რეიტინგში მეთერთმეტე ადგილზე აშშ-ა, უკრაინა 49-ე ადგილზეა, ხოლო რუსეთი 51-ე.
უნდა აღინიშნოს, რომ რეიტინგის შემდგენელები ყველაზე დინამიურ ქვეყნად, ეკონომიკის სფეროში, სინგაპურს მიიჩნევენ. ჯანდაცვის მხრივ კი საუკეთესო ქვეყნად აღიარებულია იაპონია. ყველაზე განათლებულ ქვეყნად თავის კატეგორიაში მიჩნეულია ალბანეთი. ცხოვრების ხარისხი საუკეთესოა ავსტრალიაში. პოლიტიკური მდგომარეობის მხრივ გერმანია და ავსტრალია საუკეთესო ქვეყანებადაა მიჩნეული. უნდა აღინიშნოს, რომ დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებს შორის ყველაზე საუკეთესო პოლიტიკური მდგომარეობას განაში, ხოლო საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს შორის პოლინეთში.