აშშ ერაყში საკუთარი დიპლომატიური წარმომადგენლობების გაფართოებას გეგმავს. საუბარია ბარსაში და არბილში საკონსულოების განხსნაზე. საელჩოს დროებითი განყოფილებები გაიხსნება კირკუტში და მოსულში.
სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის მაიკლ კორბინის განცხადებით, საკონსულოები შესაძლებელს გახდის შეიქმნას "მნიშვნელოვანი პლათფორმა ყველა დიპლომატიური პროგრამისთვის, რომელსაც ჩვენ ამჟამად ვახორციელებთ და რომლის რეალიზაციას ვაპირებთ მომავალში".
საელჩოს ოფისები გაიხსნება სამიდან ხუთწლიანი ვადით.
უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის კოლინ კალის განმარტებით, ერაყში ძალადობის ფაქტები მნიშვნელოვნად შემცირდა.
"ერაყში სამხედრო ოპერაციის განხორციელების დროიდან ძალადობის ფაქტები რჩება ყველაზე დაბალ დონეზე", - განაცხადა კალმა.