ისრაელისა და ღაზას სექტორის საზღვარზე შეტაკება მოხდა. როგორც The Jerusalem Post სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, ისრაელის ჯარიცკაცებმა შეამჩნიეს როგორ ცდილობდა ორი პალესტინელი საზღვართან ახლოს ასაფეთქებელი მოწყობილობის ჩადებას. ჩეცხლის გახსნის შედეგად ერთი პალესტინელი დაიღუპა. პალესტინური მხარიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად მსუბუქად დაიჭრა ისრაელის არმიის ჯარისკაცი.
ამ ინცინდენტის პარალელურად ისრაელის ტერიტორიაზე ორი რაკეტა აფეთქდა. მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა არც ერთ პალესტინურ დაჯგუფებას არ აუღია.
მიმდინარე წლის განმავლობაში ესრაელის მხარის მიერ დაფიქსირებულია პალესტინელების მხდიან საზღვრის დანაღმვლის 35 მცდელობა.