დღეს, 17 აგვისტოს, პულიცერის პრემიის დაწესებიდან 107 წელი სრულდება. 1903 წლის 17 აგვისტოს ჯოზეფ პულიცერმა დააწესა პრემია, რომელიც ყოველწლიურად გაიცემა საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის.
პულიცერის პრემია (Pulitzer Prize ამერიკული ჯილდოა და მიიჩნევა უმაღლეს დამსახურებად ბეჭდვით ჟურნალისტიკაში. ჯილდო ასევე ენიჭება ლიტერატურული მიღწევებისა და მუსიკალური კომპოზოციებისთვის. პირველი პულიცერის პრემია მინიჭებულ იქნა 1917 წლის 4 ივნისს. ბოლო დროს ამ ჯილდოს ლაურეატების გამოცხადება ყოველი წლის აპრილში ხდება.
პრემიის ლაურეატების დასახელებას დამოუკიდებელი საბჭო ახდენს, რომლის ოფიციალურ ადმინისტრირებას კოლუმბიის უნივერსიტეტი აწარმოებს აშშ-ში. ჯილდო დააფუძნა გვიანდელი მე-19 საუკუნის უნგრელი წარმოშობის ჟურნალისმა და საგაზეთო გამომცემელმა ჯოზეფ პულიცერმა. სახელს "პულიცერი" ხშირად არასწორად გამოთქვამენ, როგორც "პიულიცერს" (პეწ-ლიტსერ). ზუსტი გამოთქმა, ჯილდოს ადმინისტრატორთა თანახმად, ისევე უნდა ჟღერდეს, როგორც ფრაზა "Pull it, sir".
პრემია გაიცემა კატეგორიებში ჟურნალიზმის, ხელოვნებისა და მწერლობის განხრით. ჟურნალიზმის ჯილდო მხოლოდ აშშ-ში მდებარე გაზეთებსა და ყოველდღიური ახალი ამბების ორგანიზაციებში დაბეჭდილ ან გამოცემულ რეპორტაჟებსა და ფოტოებს ენიჭება.