ერაყის პორტ უმკარსთან მეკობრებმა ოთხი სავაჭრო გემი გაძარცვეს. მეკობრეების ქმედებების გამო დაზარალდნენ გემების "სომხეთის", "კრისტალ ვეივის", "საგამორის" და "სანა სტარის" ეკიპაჟები. ეს გემები აშშ-ის, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის, ანტიგუასა და სირიის დროშების ქვეშ დაცურავენ.
თვითმხილველთა განცხადებით, მიგრანტები კალაშნიკოვის ტიპის ავტომატური იარაღებით იყვნენ შეიარაღებულნი. მათ კომპუიტერები, მობილური ტელეფონები, სხვადასხვა ძვირფასეულობა და ეკიპაჟის პირადი დანაზოგები გაიტაცეს.
გემები იმ ზონაში გაიძარცვა, სადაც პატრულირებას ამერიკისა და ერაყის სამხედრო საზღვაო ძალები ახდენდნენ.