1-ელ ნოემბრამდე ვარშავაში სმოლენსკის ავიაკატასტროფაში დაღუპულთა მემორიალი აიგება. ამის შესახებ პროექტის ავტორმა მარეკ მოდარეუმ განაცხადა.
ობელისკს შუაში დამტვრეული ფილის ფორმა ექნება, რომლის გარე ბოლოები მიწაში იქნება ჩაფლული. მათ შორის მოათავსებენ ორ შავ გრანიტის ფილას, ხოლო ნამტვრევების შიდა მხარეს იქნება წარწერა _ 10.04.2010 წელს სმოლენსკთან ავოაკატსატოფაში დაღუპული 96 ადამიანის ხსოვნას.
მემორიალი პროფესორთა ხეივანში დედაქალაქის სამხედრო სასაფლაო პოვონსკიში აღიმართება.