დღეს ლეგენდარული ბრიტანელი მომღერალი კრის დე ბურგი თავის ბენდთან ერთად სვანეთს ეწვია. კრის დე ბურგმა მესტია და უშგული დაათვალიერა. მომღერალმა სვანეთის ეთნოგრაფიული მუზეუმიც მონახულა და ერთ-ერთ ტაძარში სანთელი დაანთო.
მოგვიანებით კრის დე ბურგმა მედიისთვის კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოთი აღფრთოვანებულია და მომავალში აქ კვლავ აუცილებლად ჩამოვა.
შეგახსენებთ, რომ წუხელ კრის დე ბურგის კონცერტი მოცეკვავე შადრევანთან, წვიმის მიუხედავად, გვიან ღამემდე გაგრძელდა. ლეგენდარულმა მომღერალმა ცვლილებები საკონცერტო პროგრამაში მაყურებლის თხოვნით შეიტანა.
"ლედი ინ რედ" მეორედ კრის დე ბურგისა და სოფო ნიჟარაძის შესრულებით აჟღერდა.