თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის თანამშრომლება დააკავეს კუკიის სასაფლაოს დირექტორი 1967 წ.დ. ბადრი ღამბაშიძე, რომელიც ეჭვმიტანილია საფლავის წაბილწვაში და კომერციულ მოსყიდვაში.
აღნიშნულმა პიროვნებამ წლების წინ დაკრძალული მიცვალებულის ადგილი გაყიდა და ჭირისუფალს ოფიციალური გადასახადის 107 ლარის გარდა, დამატებით, ხელზე გამოსძალა 500 ლარი.
დაკავებულმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 258-ე და 221-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.