ავღანეთში აშშ-ს ჯარების მთავარ მიზნად კვლავ რჩება საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია "ალ-ქაიდას" ხელმძღვანელის უსამა ბენ ლადენის დაკაება ან მისი ფიზიკური ლიკვიდაცია. აღნიშნულის შესახებ ავღანეთში აშშ-სა და ნატოს გაერთიანებული ჯარების სარდალმა დევიდ პეტრეუსმა განაცხადა.
მისი ტქმით, ბენ ლადენი საერთაშორისო ტერორისტული ტერორისტების იეარქიაში მნიშვნელოვან ფიგურად რჩება და მისი დაკავება ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა "ყველასთვის ვინც მსოფლიო მასშტაბით კონტრტერორისტულ ღონისძიებებში მონაწილეობს".
გენერალმა ასევე აღნშნა, რომ ამერიკული სამხედროების მონაცემებით ნომერ პირველი ტერორისტი სავარაუდოდ პაკისტანის ძნელად მისადგომ მთლიან რეგიონში იმალება.