ავღანეთში კოალიციურმა ჯარებმა 2000-ზე მეტი სამხედრო-მოსამსახურე დაკარგა. ასეთია არაოფიციალური მონაცემები რომელსაც საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.
დაღუპულთა შორის 60 % აშშ-ს სამხედრო-მოსამსახურეა.
2001 წლდან დღემდე დაღუპულთა რაოდენობა 2002 ადამიანით განისაზღვრება, თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ აღნიშნული ციფრი მნიშვნელოვნად დაბალია ერაყში დაღუპულ სამხედრო-მოსამსახურეებთან შედარებით.
რაც შეეხება მშვიდობიან მოქალაქეებს მხოლოდ 2010 წლის 6 თვეში დაიღუპა 31 %-ით მეტი ვიდრე 2009 წლის განმავლობაში და აღნიშნუილმა 1271 ადამიანი შეადგინა.
მშვიდობიან მოქალაქეებს შორის დაღუპულთა 71 % თალიბებისა და სხვა ტერორისტული ორგაინიზაციბის ქმედებებს ემსხვერპლნენ - ნათქვამია გაეროს მოხსენებში.