მოსკოვში ტემპერატურამ მნიშვნელოვნად დაიკლო და სინოპტიკოსები მოსკოვის მხარესა და ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში ძლიერ წვიმასა და ქარს ელოდებიან.
უახლოეს დღეებში მოსალოდნელია სეტყვაც.
"ამინდის გაუარესების გამო შესაძლებელია საგანგებო ვითარებების წარმოქმნა", _ აცხადებს რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო.
კვირის ბოლოს ტემპერატურა სავარაუდოდ +20 გრადუსამდე დაეცემა. რიგ რაიონებში კი შესაძლებელია ტემპერატურის ვარდა +14 გრადუსამდე.
მეტეოროლოგები პროგნოზირებენ, რომ ღამით ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაეცემა.