ქარიშხლის შედეგად, სანკტ-პეტერბურგში, ნოვგოროდის, არხანგელსკის და ვოლგოგრადიის მზარეებში მთლიანობაში ათას 490 პუნქტი დაზარალდა, სადაც 93 ათას 841 ადამიანი ცხოვრობდა.
სოცილური დამნიშნულების ობიექტებს ეექტროენერგია სარეზერვო ხაზებით მიეწოდება. დაზარალებულ რეგიონებში სამშენებლო ბრიგადები უკვე მუშაობენ, რათა დროულად მოახდინონ დაზარალებულთა სახლების აღდგენა-შეკეთება.
რუსეთის პრემიერ-მინისტრთან ზარალის დამდგენი სახელმწიფო კომისიის სხდომა უკვე შედგა, სადაც ზარალის ლიკვიდაციის გზები განიხილეს.
კომისის სხდომაზე გადაწყდა, რომ საგანგებო შტაბები შეიქმნება.
ასეთი შტაბები უნდა შეიქმნას რეგიონებში, სადაც პროგნოზის მიხედვით ცივი ფრონტი გაივლის ეს არის მოსკოვის ვლადიმირის, ირანოვსკისა და ნიშნინოვგოროდის მხარეები. შტაბებს მიმდინარე ამოცანების გარდა დაეკისრებათ აცივების შედეგების მინიმალიზირება.
იმავდროულად ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების სამინისტროს დაევალა დაზარალებულების მიღება მთალი დღე-ღამის განმავლობაში მოადგინოს და შეძლებისდაგვარად დაეხმაროს მათ.