რუსეთის ტელეარხმა NTV-მ მორიგი, მესამე ფილმი აჩვენა ბელორუსის პრეზიდენტზე ალექსანდრ ლუკაშენკოზე.
ფილმში უკიდურესაც მკაცრადაა გაკრიტიკებული ლუკაშენკო და მისი გარემოცვა.
სურათში ასახულია ბელორუსის პრეზიდენტის ბიზნესინტერესები. წარმოდგენილია ინტერვიუები ბელორუსიდან გაცქეულ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შს მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსთან ვიჩესლავ დუდკინტან.
დეპორტირებულ რუს ბიზნესმენთან ალან პლიევთან, დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის მოადგილესთან, ეროვნული სტრატეგიის საბჭოს წევრთან ვლადიმერ ჟარიხინთან, ადამიანის უფლებათა დანცველთან ოლეგ ვოლჩეკთან და სხვებთან.
ფილმში მოყვანილია ამონარიდები ფსიქიატრის, დიმიტრი შიგელსკის დასკვნიდან, რომელმაც ლუკაშენკოს დიაგნოზი ათი წლის წინ დაუსვა.
თანდართული კომენტარებით ფილში ვითარდება მოსაზრება, რომ ბელორუსის პრეზიდენტი დაავადებულია მოზაიკური ფსიქოპათიით.