AirlineRatings.com-ის ექსპერტებმა გამოკითხვის შედეგად დაადგინეს, თუ რა ტიპის მგზავრები აღიზიანებთ გარშემომყოფებს.
გამოკითხვის თანახმად, მგზავრებს ყველაზე მეტად ცუდი სუნის მქონე თანამგზავრი აღიზიანებთ.
მეორე და მესამე ადგილზეა ცელქი ბავშვები და ის ადამიანები იკავებენ, რომლებიც სავარძელს ბოლომდე შლიან.
შემდეგ რეიტინგში მოდიან, მგზავრები, რომლებთაც ხელების უკან, საზურგეზე შემოწყობა სჩვევიათ და ამით სხვა მგზავრებს აწუხებენ.
მეექვსე ადგილზე არიან მგზავრები, რომლებიც სავარძლიდან ხშირად დგებიან და გადი-გამოდიან. მეშვიდე ადგილს კი ისეთი ტიპის ადამიანები იკავებენ, რომლებიც ძალიან მოსაუბრე მგზავრები არიან და რომლებიც თავიანთი აქტიურობით გარშემომყოფებს აწუხებენ.
ანტი რეიტინგში შევიდნენ ასევე, მომთხოვნი ადამიანები, რომლებიც გარშემომყოფებს მრავალი თხოვნით თუ მოთხოვნით აღიზიანებენ.