გერმანელი პოლიტიკოსები ონლაინ სერვისის Google Street View - ისგან თავიანთი კერძო სახლების გამოსახულებების ამოღებას ითხოვენ.
მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მინისტრმა ლიზა აიგნერმა განაცხადა, რომ აპირებს პროტესტის შეტანას Google Street View - იდან საკუთარი სახლის ამოღების მოთხოვნით. იგივე მოსაზრება გამოთქვა ბუნდესტაგში სოციალ- დემოკრატიული პარტიიის მდივანმა თომას ოპერმანმა.
Google წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათთვის აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება პრობლემას არ წარმოადგენს და ნებისმერ ადამიანს, რომელსაც არ სურს შესაბამისს სერვისში საკუთარი სახლის აღრიცხვა შეუძლიათ შეავსონ ფორმულარი, რის შემდეგაც სახლები ონლაინ სერვისიდან იქნება ამოღებული.