29 აგვისტოს, კვარიათში, კლუბ "ვიტამინში" ჯექსონის ფანები პოპის მეფეს კიდევ ერთხელ გაიხსენებენ.
ამ დღეს კლუბში DJ TAHO მომღერლის ჰიტებს გამიქსავს და ყველანი ერთად მაიკლ ჯექსონის დაბადების დღეს აღნიშნავენ.
პოპის მეფე 1958 წლის 29 აგვისტოს დაიბადა. მისი წარმატებული კარიერა და სკანდალური პირადი ცხოვრება 40 წლის მანძილზე პოპ კულტურის ნაწილი იყო. მაიკლ ჯექსონი საყოველთაოდ აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პოპულარულ მუსიკოსად ისტორიაში.
1994 წლის მაისში, მომღერალი მაიკლ ჯექსონი დაქორწინდა ცნობილი მომღერლის ელვის პრესლის შვილზე, ლიზა მარი პრესლიზე. ისინი მალევე დაშორდნენ, ლიზა მარი პრესლიმ თქვა რომ მაიკლ ჯექსონს და მას ერთმანეთი არასდროს ყვარებიათ მაიკლი მას აძალებდა შვილის გაჩენას, მაგრამ მას ეს არ უნდოდა.
1996 წლის 14 ნოემბერს ჯექსონი მეორედ დაქორწინდა დები როუზე. მათი ქორწინება ბევრად ხანგრძლივი გამოდგა ვიდრე ლიზა მარი პრესლისთან, მაიკლ ჯექსონს დები როუსგან ეყოლა შვილები: მაიკლ ჯოზეფ ჯექსონი (ცნობილი როგორც პრინც ჯექსონი) და ქალიშვილი პერის ჯექსონი.
მალევე ისინი დაშორდნენ დებიმ კი განაცხადა: "მაიკლს ძალიან უნდოდა შვილები, ის არის საუკეთესო მამა. მე შვილები არ მიმიტოვებია, უბრალოდ შვილები მხოლოდ მაიკლის გამო გავაჩინე" მაიკლ ჯექსონი ყველასთვის ცნობილია რომ ძალიან კარგი მამა იყო, ეს განაცხადა მისი სიკვდილის შემდეგ პერის ჯექსონმაც, სწორედ ასე: ",მამა იყო საუკეთესო მამა, მე ის ძალიან მიყვარდა".
მაიკლის ირგვლივ სწორედ ამან გამოიწვია დიდი სკანდალი, მისი არანორმალური სიყვარული ბავშვების მიმართ იქცა იმის საბაბად, რომ მისთვის ეჩივლათ სასამართლოში პედოფილიისთვის. ცნობილია რომ მაიკლ ჯექსონის წინააღმდეგ 5 სასამართლო ჩატარდა და ვერც ერთზე ვერ დამტკიცდა მისი დამნაშავეობა. მაიკლის სიკვდილის შემდეგ ბრალმდებლებმა აღიარეს, რომ მათ ცრუ ჩვენება მისცეს და მაიკლი არ იყო პედოფილი, თუმცა საზოგადოების საკმაოდ დიდმა ნაწილმა ეს მანამდეც არ დაიჯერა.
2009 წლის აპრილში მასმედიისთვის გახდა ცნობილი, რომ ექიმებმა ჯექსონს კანის კიბო აღმოუჩინეს, მაგრამ მომღერლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა რომ მომღერალი სრულიად ჯანმრთელია. ამავე წლის 25 ივნისს ლოს-ანჯელესში მისივე საცხოვრებელ სახლში, პოპ-მუსიკის ლეგენდა წაიქცა. ამერიკის პოლიციის ნომერზე - 911 ადგილობრივი დროით 12:21 წუთზე დაირეკა. როდესაც ექიმები მივიდნენ, ჯექსონს უკვე სუნთქვა შეწყვეტილი ჰქონდა. მას სწრაფად ჩაუტარეს გულის მასაჟები, მაგრამ იგი კალიფორნიის უნივერსტეტში მიყვანისას კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი, სავარაუდოდ გულის გაჩერება გახდა. მართალია, ჯექსონის გარდაცვალებაში კრიმინალური კვალი არ ჩანს, მაგრამ პოლიცია საქმეს მაინც იძიებს.