თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად ადმინისტრაციული ჯარიმა - 400-400 ლარი შეუფარდა ირაკლი კაკაბაძის და "პოეტების აქციის" კიდევ ორ მონაწილეს შოთა დიღმელაშვილს და ალეკო ჩიღვინაძეს. სასამართლომ დაკავებულები დარბაზიდან გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში, ჯორჯ ბუშის ქუჩაზე ახალგაზრდა პოეტებმა საპროტესტო აქცია გამართეს ირაკლი კაკაბაძის ინიციატივით, აქციის მონაწილეებმა, რომლის ორგანიზატორი ირაკლი კაკაბაძე იყო საქართველოში ჯორჯ ბუშის ქუჩის არსებობა გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებმა ჯორჯ ბუშის სურათი შავი საღებავით შეღებეს. მათ ითხოვენ, ჯორჯ ბუშის ქუჩისთვის სახელის გადარქმევა და მისთვის ცნობილი ამერიკელი პოეტის, უოლტ უიტმენის სახელის მინიჭება მოითხოვეს.
პოლიციამ კაკბაძესთან ერთად აქციის კიდევ ორი მონაწილე _ შოთა დიღმელაშვილი და ალეკო ჩიღვინაძე დააკავა. მათი დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც აქციაზე პატრულის გამოჩენის შემდეგ ირაკლი კაკაბაძემ წაიკითხა ლექსი - "ძაღლებო ძაღლებო". მისი თქმით, ლექსი ვანო მერაბიშვილს და ზურაბ ადეიშვილს ეძღვნებოდა.