რუსეთის მმართველი პარტია "ედინაია როსია" სრულად ეთანხმება ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის წინადადებას, ქვეყნის რეგიონების პირველი პირების პრეზიდენტებად მოხსენიების გაუქმების მიზნით კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელების შესახებ.
პარტიის სახელმწიფო საბჭიოს მდივანმა, სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ "კადიროვის განცხადება მხარდაჭერას იმსახურებს".
მან ასევე აღნიშნა, რომ კადიროვის ინიციატივა განხილულ იქნა სხვა რეგიონების ხელმძღვანელებთან.
"ჩვენ ეს საკითხი განვიხილეთ სხვა რესპუბლიკების ხელმძღვანელებთან. ისინი მხარს უჭერენ ამ მოსაზრებას და მიიჩნევენ, რომ რესპუბლიკების მეთაურების თანამდებობების დასახელებაში არ უნდა იყოს სიტყვა პრეზიდენტი", - განაცხადა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.
ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დუმაში "ედიანაია როსიას" დეპუტატები მხარს დაუჭერენ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას.
შეგახსენებთ, რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი გამოვიდა ინიციატივით ქვეყენაში "რეგიონალური პრეზიდენტების აღლუმის" შეწყვეტის შესახებ.
"ერთიან სახელმწიფოში უნდა იყოს მხოლოდ ერთი პრეზიდენტი, ხოლო სუბიექტებში პირველი პირებს, შესაძლოა, რესპუბლიკის მეთაური ერქვათ", - განაცხადა კადიროვმა.