გერმანიის მოქალაქე 51 წლის განმავლობაში ავტომანქანას მართვის მოწმობის გარეშე ატარებდა. ქალაქ ობერჰაუზენში მცხოვრები 79 წლის პენსიონერი თავისი მანქანით პროდუქტების მაღაზიაში მიდიოდა და გზის შესამოკლებლად უწყვეტი ხაზი გადაკვეთა. პოლიციამ დარღვევა შენიშნა და მძღოლს საბუთების წარდგენა მოსთხოვა. მძღოლმა განაცხადა, რომ მან მართვის მოწმობა დაკარგა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ მართვის მოწმობა მას 1959 წელს ავტომანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო ჩამოართვეს. მძღოლმა განაცხადა, რომ მაშინ მხოლოდ 1 კათხა ლუდი ჰქონდა დალეული.
79 წლის მძღოლს ავტომანქანის მართვა 2031 წლის ივნისამდე აუკრაძალეს და ეს ვადა მისი ასი წლის იუბილემდე 1 დღით ადრე იწურება.