უახლოეს დღეებში მოსკოვი შესაძლოა კვლავ კვამლში გაეხვეს. შესაბამისი განცხადება დღეს, მეტეოროლოგებმა განაცხადეს. დღეს მოსკოვის რიგ რაიონებში კვლავ იგრძნობა კვამლის სუნი, რომელიც, შესაძლოა, ხვალ და ზეგ მდგომარება კიდევ უფრო დამძიმდეს.
მოსკოვში ვითარების გაუმჯბესება და ჰაერის გაწმენდა ქარის მიმართულების შეცვლამ გამოიწვია. მეტეოროლოგების განცხადებით კი უახლოეს დღეებში კვლავ მოსალოდნელია ქარის მიმართულების ცვლილება და ჩრდილო აღმოსავლეთის ნაცვლად იქროლებს აღმოსავლეთის ქარი. შაბათს მოსალოდნელია აღმოსავლეთისა და სამხრეთ აღმოსავლეთის ქარი. ხოლო კვირას სამხრეთ-აღმოსავლეთისა და სამხრეთის. სინოპტკოსები არ გამორიცხავენ, რომ მოსკოვი კიდევ უფრო ძლიერ კვამლში გაეხვეს.