ალა პუგაჩოვა, რომელმაც "ახალი ტალღის" წლევანდელი კონკურის იგნორირება მოახდინა და იურმალას დასვენების მიზნით ესტუმრა. მაქსიმ გალკინთან ერთად იურმალაში ჩასულმა პრიმადონამ ჩვეულებრივ საპრეზიდენტო აპარტამენტები დაიკავა, რომელიც მას ცნობილმა ჩოგბურთელმა მარატ საფინმა დაუთმო.
იურმალაში ჩასული პუგაჩოვა ჩვეულებრივ ამ ნომერში ჩერდება ხოლმე, რომელიც დღე-ღამეში სამი ათასი ევრო ღირს.
"მე აქ დასასვნებლად ჩამოვედი და არა სამუშაოდ", _ განაცხადა პუგაჩოვამ, რომელიც მოსკოვიდან აუტანელ ციხეს, კვმალსა და ნამწვის სუნს გაერიდა.
იურმალაში იგი საყვარელლ მამაკაცთან ერთად იმყოფება და როგორც თავად აცხადებს მშვენიერი ზღვა, სამზარეულო, და გარემო მასზე დადებიტად მოქმედებს
შეგახსენებთ, რომ ალა პუგაჩოვამ ბოლო დროს ისრაელში მკურნალობის კურსი გაიარა, რომლის მიზეზი გულთან დაკავშირებული პრობლემები ოყო.
მას მკურნალობა ისრაელში რუსი ოლიგარქის მიხაილ პროხოროვის კლინიკაში გამუკეთდა. მკურნალობის ხარჯები პროხოროვმა საკუთარ თავზე აიღო.
პუგაჩოვას დიაბეტი აქვს. მას 2008 წელს გადატანილი აქვს საკმაოდ რთული ოპერაცია. როგორც ექიმები აცხადებენ, მას ხშირად უწევს სტრესულ მდგომარეობაში ყოფნა, ვერ ახერხებს ცხოვრების ნორმალური რიტმის დაცვას, რაც უარყოფით გავლენას ახდეს მის ჯანმრთელობაზე.