ირანმა და თურქეთმა ისრაელის წინააღმდეგ საიდუმლო შეთანხმება გააფორმეს. გავრცელებული ინფორმაციით ეს არის შეთანხმება ტერიტორიულ კავშირზე. კონკერეტულად საგზაო დერეფანზე სადაც გაივლის ასობით სატვირთო მანქანა, რომელიც "ჰესბოლასთვის" რაკეტებს გადატანს.
შეთანხმება შესაძლებლობას მისცემს ორ ქვეყანას "ჰესბოლა" სათანადოდ შეაიარაღოს.
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ირანის რევოლუციის დამცველთა კორპუსის მეთაურმა ჰუსეინ ტააბმა და თურქეთის დაზვერვის შეფმა ხარკამ ფიდანმა.
ასევე, თურქეთი გაეროსა და ევროკავშირის სანქციების მიუხედავათ კვლავინდებურად გააგრძელებს თეირანისთვის "საწვავის" მიწოდებას.
თუქეთის ინერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ირანი მისი ქვეყნისთვის უფრო მნიშვნელოვანია.
"ირანი ჩენთვის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები", _ აცხადებს თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და ისრაელს შორის ვითარების დაძაბვა 31 მაისს "მშვიდობლის ფლოტილიის" დაკავებამ გამოიწვია.