ბარაკ ობამამ დიმიტრი მედვედევს ხანძრის ჩაქრობაში დახმარება შესთავაზა. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავის რუს კოლეგას დიმიტრი მედვედევს რუსეთში ხანძრის ჩაქრობაში დახმარება შესთავაზა.
აშშ რუსეთში ცალკეულ მოწყობილობებს ჩაიტანს და მოსკოვს ექსპერტებით დაეხმარება. შეთავაზება ობამამ მედვედევთან სატელეფონო საუბრისას გააკეთა.
აშშ-ს პრეზიდენტმა სამძიმარი გამოთქვა ხანძრის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო.
რუსეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ბარაკ ობამას თანაგრძნობისა და დახმარების აღმოჩენის სურვილისთვის. თუმცა კრემლის პრეს-სამსახური არ აკონკრეტებს მიიღო თუ რა მედვედევმა ობამას წინადადება დამხარებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში გაჩენილი ხანძრების გამო ქვეყანას დახმარებას უწევენ ბელორუსი, უკრაინა, აზერბაიჯანი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი და სხვა სახელმწიფოები.