ევრიკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
Twitter-ში ის დღევანდელი ღონისძიების ფოტოებსაც აქვეყნებს.
„გილოცავ, საქართველო. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავი ისტორიული მომენტია თქვენი დიდებული ევროპელი ერისთვის. თქვენ, შიშის ნაცვლად, იმედი აირჩიეთ და არასდროს შეგიწყვეტიათ თქვენი თავისუფლებისთვის ბრძოლა“, – წერს ჟან-კლოდ იუნკერი.