საქართველოს დამოუკიდებლობის და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში. 26 მაისის საიბულეო ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრო. ბათუმში სადღესასწაულო ღონისძიები საოცრებათა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. მოეწყო მსვლელობა, სამხედრო ტექნიკის გამოფენა, საქართველოს დამოუკიდებლობის 1918-1921 წლების ამსახველი ფოტო გამოფენა, ლიტერატურული პერფორმანსი, საბავშვო ღონისძიებები, სპორტული აქტივობები, ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ანბანის კოშკის მიმდებარედ დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტივობას გაეცნო, მათ შორის ბათუმში დაგეგმილი ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადის შესახებ გამართულ პერფორმანს.
ზურაბ პატარაძემ 26 მაისი მიულოცა რეგიონისა და ქვეყნის მოსახლეობას და ამ უდიდესი თარიღის მნიშვნელობას ხაზი. ,,დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ამაღლებული და საამაყო დღეა. საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან ერთად პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ზეიმობს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ეს არის ჩვენი დემოკრატიული ღირებულებებისაკენ, ევროპული ოჯახისაკენ სწრაფვა. ამ დღეს განსაკუთრებული პატივითა და მოწიწებით მინდა მოვიხსენიო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირები. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გისურვებთ ერთიან, ძლიერ და წარმატებულ ქვეყანაში ცხოვრებას!" - აღნიშან მილოცვაში ზურაბ პატარაძემ.
ანბანის კოშკთან გამართულ ღონისძიებებს შემოუერთდა საერთაშორისო ფესტივალის „ოქროს დელფინის" მონაწილეები, რომლის ფარგლებშიც ბათუმს 13 ქვეყნის 18 შემოქმედებითი ჯგუფი სტუმრობს. ღონისძიებები მთელი დღრის მანძილზე გაგრძელდება, გაიმართება სპორტული აქტივობები, ფლეშ მობი და საზეიმო კონცერტი.
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა ქვეყნის მასშტაბით. საიუბილეო თარიღი წელს 300-ზე მეტი სადღესასწაულო ღონისძიებით აღინიშნება. 26 მაისი საზეიმოდ აღინიშნა ასევე აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.