ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ულოცავს.
მილოცვის ტექსტი უწყებამ Twitter-ზე გამოაქვეყნა.
„ბედნიერები ვართ, აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი ჩვენს შესანიშნავ ქართველ მეგობრებთან ერთად. ჩვენს ხალხს ბევრი რამ აქვს საერთო. დამოუკიდებლობის 100 წლისთავს გილოცავთ!“, – წერია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე.