იაპონიის ხელისუფლებამ ადგილობრივი უხუცესი ადამიანების "რევიზია" ჩაატარა, რომლის შედეგად დადგინდა, რომ მათ ნუსხას 200 კაცი აკლია, რომელთა ასაკი 100 წელზე მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ "დეილი ტელეგრაფი ავრცელებს".
"გამქრალ" 105 წლის უხუცესებს შორის უმრავლესობა დასავლეთის ქალაქ კობას მცხოვრებია.
გამქრალია ასევე 21 კაცი, რომელთა ასაკი 133 წელზე მეტი იყო. მაგალითად, გამქრალთა ნუსხაშია ქალი, რომლის ასაკი 125 წელია, მის მისამართზე ჩინოვნიკებმა გაშენებული პარკი აღმოაჩინეს, რომელიც ჯერ კიდევ 1981 წელს გაშენდა.
გამოცემის აზრით, იაპონელების სიცოცხლისუნარიანობას ხელს უწყობს ჯანმრთელი კვება და სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება. ეს ფაქტორები ხდის სწორედ იაპონიის საზოგადოებას ყველაზე დაბერებად საზოგადოებად მსოფლიოში. ბოლო 10 წლის განმავლობაში იქ 100 წელს მიღწეული ადამიანების რიცხვი სამჯერ გაიზარდა და 40 399 ათასი ადამიანი შეადგინა. მათი 87 % ქალია.
იყო შემთხვევა, როდესაც ჩინოვნიკებმა 111 წლის მამაკაცის მონახულება გადაწყვიტეს და მის ნაცვლად სახლში მუმია ნახეს. როგორც გაირკვა მამაკაცის ნათესავები მას გარდაცვალებას მისი პენსიის მიღებისთვის მალავდნენ.