ყაზახეთის ზერენდინის რაიონის სოფელ გრანიტნიში არსებულ საერთო რეჟიმის კონონიაში - ეც-166/25 პატიმრების დასაშოშიმენლად შინაგანი ჯარები უტევს.
ულქის პროკურორის მოადგილის სერიკ ხაირულინის განცხადებით, შინაგანი ჯარის 120 მოსამსახურე, კოლონიის 60 თანამშრომელი და ერთი ჯავშანტრასნპირტიორი ცდილობს შტურმით აიღოს კოლონია.
მისი განცხადებით პატიმრებს კოლონიის ტერიტორიაზე მოწყობილი აქვთ ბარიკადები.
"რამდენიმე პატიმარმა სცადა თვითდაზიანების მიყენება, ამჟამად მათ სამედიცინო დამხარება უატრდებათ", - განაცხადა პროკურორის მოადგილემ.
გავრცელებული ინფორმაციით, კოლონიის ტერიტორია პოლიციის თანხლებით სასწრაფო დამხარების სამმა მანანამ დატოვა.
კოლონიისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები არსებული მდგომარეობის კომენტირებისგან უარს აცხადებენ.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კოლონიაში ორ დაჯგუფებას შორის ჩხუბი მოხდა. კოლონიის ბინადრებმა სასჯელარსრულების დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა გააპროტესტეს და პატიმრების "ძირითადი მასის წაქეზება დაიწყეს ადმინისტრაციის წინააღმდეგ დაუმორჩილებლობის გამოსახატავად".