კოლუმბიამ და ვენესუელამ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შედეგად ცნობილი გახდა კოლუმბიის პრეზიდენტის ხუან მანუელ სანტოსისა და ვენესუელის პრეზიდენტის უგო ჩავესის შეხვედრის შემდეგ, რომელიც კოლუმბიის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სანტა-მარტაში გაიმართა. აღნიშნული მოლაპარაკებები სამხრეთამერიკული ერების კავშირის გენერალური მდივნის ნესტორ კირშერის შუამავლობით მიმდინარეობდა.
ხუან მანუელ სანტოსმა აღნიშნული შეთანხმების მიღწევის შემდეგ განაცხადა, რომ მიღწეული შედეგით კმაყოფილია და დასძინა, რომ "მოლაპარაკებები პირდაპირი და მართალი იყო".
"ეს იყო დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობის აღდგენის თვალსაზრისით. ჩვენ მოვილაპარაკეთ ავამოქმედოთ "საგზაო რუკა", რომელიც ორმხრივი ურთიერთობების სხვა სხვა მიმართულებით თანდათან განვითარებას ითვალისწინებს", _ განაცხადა ხუან მანუელ სანტოსმა და დასძინა, რომ ადრე მათ ჰქონდათ მრავალი უთანხმოება მაგრამ მათ გადაწყვიტეს გადასალონ გვერდი და წინ გაიხედონ მომავლისკენ ხალხის საკეთილდღეოდ.
თავის მხრივ, ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, - "ჩვენ გვსურს ორ ქვეყანას შორის მშვიდობის შენება რამაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს".
შეგახსენებთ, რომ ვენესუელის პრეზიდენტმა კოლუმბიასთან დიპლომატიური ურთიერთობები 22 ივლისს გაწყვიტა, მას შემდეგ რაც ბოგოტამ ვენესუელის ხელისუფლება დაანადანაშაულა იმაში, რომ ის თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე კოლუმბიელ ამბოხებულებს იფარავს.