პროგნოზის თანახმად, ქვეყნის ფინანსური კრიზისი, დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ, შეიძლება შევადაროთ მეორე მსოფლიო ომის შედეგებს.
ელისაბედ II ტახტზე მემკვიდრეობით 1952 წელს ავიდა. ბრიტანეთში მისი მეფობის დროს შეიცვალა 13 პრემიერ-მინისტრი, ხოლო აშშ-ში - 13 პრეზიდენტი. ეხლა დედოფალი 92 წლისაა.
ვარაუდობენ, რომ დედოფლის გარდაცვალების შემდეგ, 12 დღის განმავლობაში ბრიტანეთში ყველანაირი ცხოვრება შეჩერდება, რაც ქვეყანას მილიარდობით ზარალს მოუტანს. სავალუტო ბაზრები და ბანკები სავარაუდოდ დაიხურება. დაკრძალვა და შემდგომი კორონაცია იქნება საზოგადოებრივი უქმე დღეები, რომელიც ასევე ძვირი დაუჯდება ქვეყნის ბიუჯეტს. იუწყება გამოცემა Business Insider-ი.
დიდი ბრიტანეთის ხალხის უმეტესობას დედოფლის გარეშე არასოდეს უცხოვრია. ალბათ, მისი გარდაცვალების შემდეგ BBC შეაჩერებს ყველა კომედიურ შოუს. გარდა ამისა, შესაძლოა შეიცვალოს ქვეყნის ეროვნული ჰიმნის ტექსტიც.