რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით, კვლავ რთული მდგომარეობაა შენარჩუნებული მოსკოვის, რიაზანის და ნიჟნი ნოვგოროდის მხარეში, სადაც ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება. სხვა რეგიონებში მეტ-ნაკლებად სტაბილური მდგომარეობაა. ამჟამად მოსკოვის მხარეში რვა ნაკრძალი იწვის.
ასევე კრიტიკული მდგომარეობა მორდოვიაში სადაც ხანძარი სასჯელაღსრულების დაწესებულებებს მიუახლოვდა და ზუბოვო-პოლიანსკის რაიონში საფრთხეს უქმნის 15 ათასამდე პატიმრის სიცოცხლეს.
ტუსაღების ევაკურება ვერ ხერხდება, რადგან ოთხი წლის წინ კოლონიებთან მისასვლელი სარკინიგზო ხაზის დემონტაჟი განხორციელდა.
საგანგებო სიტუაციატა სამინისტრის ინფორმაციით, გუშინდელი მონაცემებით ხანძარი 170 ათას ჰექტარზე მძვინვარებდა. დღეღამის განმავლობაში 247 ახალი კერა წარმოიქმნა, ხოლო ქრობის რაოდენობამ 239 შეადგინა. ამ დროისთვის სულ რუსეთში ხანძრის 545 კერაა დაფიქსირებული. 68-ს ძლიერის კვალიფიკაცია აქვს, მათ შორის 25 ტორფის წვის კერაა.
ხანძრის ქრობით დაკავებულია 165 ათასი ადამიანი, 26 ათასი ერთეული ტექნიკა და 42 საფრენი აპარატი.
სამინისტრის ინფორმაციით სულ მიმდინარე წელს რუსეთში ხანძრის 26 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელიც 766 ათას ჰექტარზე გავრცელდა.
მასალის გამოყენების პირობები